Wednesday, December 12, 2012

მარიამჯვრის ნაკრძალი


თავი 9                                                                 მარიამჯვრის ნაკრძალი
მარიამჯვრის ნაკრძალი თბილისიდან 60კმ–ში მდებარეობს,ცივგომბორის ქედის(სამხრეთ)კალთებზე.საგარეჯოს რაიონის სოფელ ანთოკის სიახლოვეს (1040ჰა).
ეს გარე კახეთია–ვენახების,ზვრების და ყურძნის ჯიშებთ გამორჩეული ბარაქიანი მხარე.ნაკრძალიდან ისევე,როგორც მთელი ცივ–გომბორის ქედიდან გარე კახეთის თვალწარმტაცი ხედი იშლება და კარგად მოჩანს მდინარე ივრის წყლით მორწყული ვენახები და ყანები,უფრო შორს კი უნაყოფო და მხოლოდ საძოვრსბად ვარგისი,მაგრამ ძალიან თავისებური და სილამაზის მქონე ივრის ზეგანი.ნაკრძალის მახლობელ ტერიტორიაზე მდებარეობს რამდენიმე მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლი,რომელთა შორის XII საუკუნის ნინო წმინდის სამონასტრო კომპლექსია,ამავე საუკუნის გიორგიწმინდის ეკლესია და საქართველოსთვის უნიკალური გურჯაანის ორგუმბათიანი ბაზილიკა.სოფელ მარიამჯვარსა და ნაკრძალთან ახლოს მდებარე სოფელებში შემორჩენილია მკვიდრად ნაშენი ხალხური ტიპის სახლებიძველი მარნები და სამეურნეო ნაგებობათა ნიმუშები.
საგარეჯოს რაიონის ტერიტორიაზე მრავლადაა აღმოჩენილი ძველი სამარხები,წინა ქრისტიანული და შუა საუკუნეების  ნაგებობათა ნაშთები,ძველი ოდის კერამიკული მასა.
კახეთის მოსახლეობა ოდითგანვე მისდევდა სოფლის მეურნეობას და მეტადრე მევენახეობას.ადგილობრივთა ეთნოგრაფიულ ყოფაში მრავალხმიანი ხალხური სიმღერები და ვაზისადმი მიძღვნილი უძველესი რიტუალებია შემორჩენილი.
როდესაც არა მხოლოდ მარიამჯვრის ნაკრძალზე,არამედ მთლიანად ცივ–გომბორის ქედზე ვლაპარაკობთ უნდა გვახსოვდეს,რომ აქ ძალიან ჭირს წყალი,თუმცა ნაკრძალი ქედის ფერდობებზეა განლაგებული,აქ ვერ შეხვდებით მდინარეებს,წყაროებიც კი ძალზე იშვიათია.ჰიდროლოგიური ქსელი გამოხატულია მხოლოდ ფართო ხევების გამშრალი კალაპოტებით,რომლებიც წვიმების დროს სწრაფად დადნება და მზიანი დარების გამოსვლისთანავე სწრაფადვე იწრიტება წყლიდან.
მარიამჯვრის ნაკრძალის 90% ტყითაა დაფარული.ფიჭვნარები გვხვდება ცივ–გომბორის ქედის,როგორც სამხრეთ ასევე ჩრდილოეთ კალთებზე.შედარებით დიდი მასები გიორგიწმინდის,ანთოკის,მარიამჯვრის და თოხიაურის ხევების ზემო ნაწილშია განლაგებული.ნაკრძალში არსებიბს,როგორც სუფთა ფიჭვის კორომები,ასევე ფოთლოვან მცენარეებთან ნარევი ტყეებიც.ფოთლოვანი ტყე ძირითადად წიფლით,მუხით და რცხილითაა წარმოდგენილი.ალაგ–ალაგ მურყნები ქვეტყეში შინდი,ზღმარტლი,კუნელა,თხილი და მაყვალი ჭარბობს.სულ მარიამჯვრის ნაკრძალში 50–მდე სახეობის ბუჩქია გავრცელებული.ნაკრძალის ტერიტორიაზე ფრინველთა 34სახეობა გვხვდება,მათგან აღსანიშნავია:ყანჩა,შაშვი,ქედანი,ოფოფი.

No comments:

Post a Comment