Wednesday, December 12, 2012

სათაფლიის ნაკრძალი


თავი 11                                                      სათაფლიის ნაკრძალი
     თბილისიდან 260 კმ–ის დაშორებით,ხოლო ქალაქ ქუთაისიდან სულ რაღაც 10 კმ–ში მდებარეობს არც თუ ისე დიდი მთა.აქ ადრე გარეული ფუტკრის კოლონია ყოფილა, ფუტკარს კვამლს უხრჩოლებდნენ,სკებიდან დევნიდნენ და თაფლს ეპატრონებოდნენ.ადგილის დასახელებაც სწორედ აქედან მოდის.
1952წელს სატაფლიიდან ქუთაისელი პედაგოგის,ადგილობრივი მუზეუმის თანამშრომლის და ნატურალისტი ჭაბუკიანის ყურადღება მიიქციარომელმაც სათაფლიის ტერიტორიაზე იშვიათი სილამაზის კარსტული მღვიმე აღმოაჩინა.მღვიმეს სიგრძე 600მეტრს აღწევს.იმავე ჭაბუკიანმა 1933 წელს მერგელიზებულ კირქვაზე ცარცული პერიოდის უნიკალური ძეგლი დინოზავრის გაქვავებული ნაკვალევი აღმოაჩინა,იმ დროისთვის ეს არა მხოლოდ საბჭოთა კავშირში,არამედ მთელ აზიაში აღმოჩენილი დინოზავრის პირველი ნაკვალევი იყო.
სწორედ ჭაბუკიანის ინიციატივით სათაფლია 1935 წელს ნაკრძალად გამოცხადდა.ნაკრძალის შექმნის მიზანი გეოლოგიური,სპელეოლოგიური და ბოტანიკური ძეგლების დაცვა იყო.
ეს ძალზე პატარა და მრავალმხრივ საინტერესო ნაკრძალი ქართული კულტურისა და არქეოლოგიური ძეგლებითაა გარშემორტყმული.სათაფლიასთან ახლოს ძველი წელთაღრიცხვის  I საუკუნეში განადგურებული ვანის ანტიკური ნაქალაქარი მდებარეობს.ვანი ძალიან მდიდარი არქეოლოგიური ძეგლია,გალავანისა და კარიბჭის ნაშთებით,საკულტო შენობა–ნაგებობების ნანგრევებით.იქ აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა კი საქართველოს სახელმწიფოს ოქროს ფონდის ნამდვილი მშვენებაა.
სათაფლია ზღვის დონიდან 500მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.ნაკრძალის ტერიტორიაზე გვხვდება 5 კარსტული მღვიმე,რომელთაგან ერთ–ერთის ნამდვილი მშვენებაა შესასვლელიდან 100მეტრით დაშორებული სტალაქტიტების,რომლის სილამაზე აცვიფრებს მნახველს.მღვიმეს ბოლოში ჩამიოდის გამდინარე წყალი,რომელიც ჩაედინება ბუნებრივ ჭაში,რის შედეგადაც წყალი გზას ვიწრო,გაუვალ ნაპრალებში განაგრძობს და გამოსავალს მდინარე ოღასკურას სახით, სათაფლიის მთის სამხრეთ ფერდობზე მდებარეობს.
სათაფლიის ჰავა სუბტროპიკულია.ნალექების წლიური რაოდენობა 1900მმ–ს აღწევს.ამ პატარა ნაკრძალის ფაუნა შედარებით ღარიბია.ეს არც არის გასაკვირი,სოფლის ნაკრძალი ხომ იმთავითვე ბუნების უნიკალურ ძეგლთა დაცვას და იშვიათ ფრინველთა თუ ცხოველთა გადარჩენას ისახავდა მიზნად.

No comments:

Post a Comment