Wednesday, December 12, 2012

იორის აღკვეთილი


თავი 6                                                         იორის აღკვეთილი

1965წელს შეიქმნა იორის სატყეო მეურნეობა,რომლის ბაზაზე სასარგებლო სანადირო ფაუნის გამრავლების და განსახლების მიზნით 1996 წელს დაარსდა იორის აღკვეთილი.აღკვეთილის ფართობი 1336ჰექტარია.ის თბილისიდან 140კმ–ით არის დაშორებული.
აღკვეთილი არმოსავლეთ საქართველოში,გარე კახეთში მდებარეობს,ქალაქ საგარეჯოსთან ახლოს.მისი მიმდებარე სოფლის სამეურნეო სავარგულები,რომლებიც მდინარე იორის წყლით ირწყვება,გამოირჩევა ვენახების,ზვრების და ყურძნის ჯიშების სიმრაავლით.
საგარეჯოსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალი არქეოლოგიური აღმოჩენებია გაკეთებული,მათ შორის გათხრილია ბრინჯაოს ხანის სამარხები,ნაპოვნია წინა ქრისტიანული ხანის და შუა საუკუნეების ნაშთები,მდიდარი კერამიკული მასალა.
აღკვეთილის სიახლოვეს შუა საუკუნეების ორი მნიშვნელოვანი ძეგლი მდებარეობს:მე–12 საუკუნის ნინოწმინდის სამონასტრო კომპლექსი,რომელიც დღესაც მნოქმედია და გიორგიწმინდის იმავე პერიოდის ეკლესია,
ადგილობრივი მოსახლეობის აბსოლუტური რაოდენობა მისდევს მეღვინეობას,განვითარებულია აგრეთვე მეხილეობა,მებოსტნეობა,მესაქონლეობა და მეფუტკრეობა.საგარეჯოს რაიონი,ისევე როგორც,მთლიანად კახეთი გასაოცარი მრავალხმიანი სიმღერებითაა განთქმული.
ამ მხარისათვის ზომიერად თბილი,საკმაოდ ცხელ ზაფხულიანი კონტინენტური სტეპების ჰავაა დამახასიათებელი.საშუალო წლიური ტემპერატურა +11,9გრადუსია.
იორის აღკვეთილის ფლორა ძირითადად წარმოდგენილია  ჭალის ტყით,რომელიც ძალზე არის გამეჩხერებული.ამ ტყეს ძირითადად ხვალო და ოფი ქმნიან.უფრო დაბალი სიხშირითგვხვდება ფშატა ტირიფი,წნორი,ცრუაკაცია და პატარა თელადუმა.ამ ხე–მცენარეთა უმეტესობა დაკნინებულია და მნიშვნელოვან ფართობზე კორომებს ვერ ქმნის.იორის აღკვეთილში ასევე გავრცელებულია ჭალაფშტა,იალღუნი და მაყვალი.იმ ადგილებში,სადაც იორი მცირე ჭაობებს ქმნის გვხვდება ჭაობის მცენარეთა დაჯგუფებებიდა ჭაობისათის დამახასიათებელი ბუჩქნარები.

No comments:

Post a Comment