Wednesday, December 12, 2012

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი


თავი 4                                           ბორჯომ–ხარაგაულის                         ეროვნული პარკი
ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პირველი ეროვნული პარკია კავკასიაში.იგი 1995წელს შეიქმნა,ოფიციალურად კი 2001 წელს გაიხსნა.
ბორჯომის ეროვნული პარკი თბილისიდან 170კმ–ით არის დაშორებული.ამ დაცული ტერიტორიის ისტორია გაცილებით ადრე,ჯერ კიდევ მე–19 საუკუნის 60–იან წლებში დაიწყო და რუსეთის საიმპერატორო ოჯახს უკავშირდება–1862წელს ამიერკავკასიაში მეფისნაცვლად დანიშნულ რუსეთის იმპერატორის ძმას,მიხეილ რომანოვს იმდენად მოეწონა ბორჯომის ხეობა,რომ იქ საზაფხულო რეზიდენციის შენება გადაწყვიტა.1871წელს კი საუთარი ძმისგან ალექსანდრე მეორისგან მთელი ბორჯომის ხეობა მიიღო საჩუქრად.მიხეილ რომანოვი ბუნების ნამდვილი მოყვარული იყო.მან ტყის დიდი ნაწილი შემოღობა და იქ ხე–ტყის ჭრისა და ნადირობის პირობები უკიდურესად გაამკაცრა.
მოგვიანებით,1926წელს შეიქმნა ბორჯომის ნაკრძალი.2006 წელს ეროვნულ პარკსა და ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალს ნეძვის აღკვეთილიც შეემატა,რის შემდეგაც ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკის საერთო ტერიტორიის ფართობმა 85 000 ჰექტარს მიაღწია,ეს კი საქართველოს საერთო ტერიტორიის 1%–ია.ეროვნული პარკი 6 ადმინისტრაციული რაიონის ბორჯომის,ხაშურის,ხარაგაულის,ახალციხის,ბაღდათის და ადიგენის ტერიტორიებს მოიცავს.ფართობის მიხედვით ის ევროპის ერთ–ერთი ყველაზე დაცული ტერიტორიაა და გამოირჩევა მდიდარი ბიომრავალფეროვნებით–ხელუხლებელ მდგომარეობაშია შემორჩენილი ტყის მასივები,ენდემური სახეობის ფლორა და ფაუნა.
ეროვნული პარკის შემოგარენი ძალზე მდიდარია ისტორიული ძეგლებით.სიძველის და ისტორიის მოყვარულთათვის უდავოდ საინტერესოა გარემომცველ პეიზაჟში ლამაზად ჩაცმული ისეთი ძეგლების მონახულება,როგორებიცაა:ტიმოთესუბნის მეცამეტე საუკუნის გუმბათოვანი ტაძარი,ნეძვის ეკლესია,ნუნისის ეკლესია,საკვირიკეს ბაზილიკა სოფელ დვირთან,ჩითახევის მწვანე მონასტერი.
ეროვნული პარკის მიმდებარე ტერიტორია და განსაკუთრებით კი ბორჯომის ხეობა მინერალური წყლების მხრივ მთელ მსოფლიოშია განთქმული.აქაური მინერალური წყლების საბადოების ბაზაზე წარმატებით მუშაობს კურორტები ბორჯომი და წაღვერი.
პარკი მთლიანად დასახლებული პუნქტებითაა გარშემორტყმული და პოპულაცია გენეტიკურ შევსებას არ განიცდის.პარკის დაარსების და ნადირობის შეწყვეტის შემდეგ ირმის რაოდენობამ ისევ დაიწყო ზრდადა ამჟამად ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნულ პარკში 150–ზე მეტი ირემი ცხოვრობს.

No comments:

Post a Comment