Wednesday, December 12, 2012

სვანეთის ეროვნული პარკი


თავი 12                                          სვანეთის ეროვნული პარკი
          საქართველოს ულამაზესი კუთხე–სვანეთი პირობითად სამ ნაწილად იყოფა:ქვემო,ზემო და აფხაზეთის სვანეთად.ქვემო სვანეთი მდინარე ცხენისწყალის ხეობის ზემო წელსა და მის შენაკად ხეობებში განლაგებულ თემებს მოიცავს.ქვემო სვანეთში,რომლის ცენტრიც დაბა ლენტეხია,სამანქანო გზა ქუთაისიდან ცაგერის გავლით მიდის.
ზემო სვანეთს მდინარე ენგურის ხეობას უწოდებენ და იქ მოსახვედრად მგზავრებმა ზუგდიდი და შემდეგ წალენჯიხის რაიონი უნდა გაიაროს.საკმაოდ დაზიანებული გზით უნდა ჩაუაროს ენგურჰესის უზარმაზარ კაშხალსა და წყალსაცავს და მოხვდეს სოფელ ჯვარში,რომელიც ზემო სვანეთის პირველი დასახლებული პუნქტია.
ეს მაღალმთიანი მხარე საქართველოს ძირძველი კუთხეა,რომელიც თავისებური ტრადიციების მქონე,შრომის და თავისუფლების მოყვარე გულადი ხალხითაა დასახლებული.
სვანეთში მესტიის რაიონში სოფელ ლატალის მაცხვარიშის ეკლესიის XII საუკუნის ფრესკაზე.გამოსახულია ერთიანი საქართველოს მეფის დემეტრე I–ის მეფედ კურთხევის სცენა,სადაც დიდებულებთან ერთად მონაწილეობს  მეფისათვის ხმლის შემორტყმის ცერემონიალში.მაშინდელი სვანეთი ერთიანი და ძლიერი სამეფოს განუყოფელი ნაწილია,ხოლო სვანები სხვა ქართველ ტომებთან ერთად მისი ისტორიის შემოქმედნი.
საქართველოს არცერთ მთიან მხარეში არ გვხვდება იმდენი ეკლესია,რამდენიც სვანეთში.მათი რიცხვი დაახლოებით 100–ს აღწევს.არაჩვეულებრივია ამ ეკლესიების მოხატულობა,განსაკუთრებით გასაიოცარია XII საუკუნის ხატმწერის თევდორეს მიერ შექმნილი ფრესკები,რომელიც მესტიის რაიონის რამდენიმე სოფელში გვხვდება.ეკლესიებში შენახული სიწმინდეები და ჭედური,ხეზე კვეთის  თუ ხატწერის ხელოვნების ნიმუშები საქართველოს ნამდვილი ეროვნული საგანძური.ამასთანავე სვანეთის ეკლესიებმა შემოგვინახა ქრისტიანული აღმოსავლეთის,ბიზანტიისა და აღორძინების ხანის დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან შემოტანილი ნივთებიც.სვანეთის ეკლესიათა უმეტესობა X–XII საუკუნეებამდეა აშენებული–შესაბამისად საქართველოს ერთიანობისა და ძლიერების ხანაში.სვანურ სიმღერებში და ხალხურ გადმოცემებში ცოცხალია საქართველოს წმინდა მეფის თამარის სვანეთში სტუმრობის ამბავი,როგორც სვანეთი საქართველოს  რელიგიური სიწმინდეების და საგანძურის შესანახი ადგილი ყოფილა.

No comments:

Post a Comment