Wednesday, December 12, 2012

მტირალას ეროვნული პარკი


თავი 10                                  მტირალას ეროვნული პარკი
მტირალას ეროვნული პარკი,რომელიც განლაგებულია ისტორიულ აჭარაში 2006წელს შეიქმნა.ის თბილისიდან 320კმ–თია დაშორებული.ეროვნული პარკი კიდევ ერთი დაცული ტერიტორია კინტრიშის სიახლოვეს მდებარეობს.პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე აესებულ დასახლებებში ქრისტიანობის ქადაგება ჯერ კიდევ I საუკუნეში დაიწყო ანდრია პირველწოდებულმა.მტირალას მთის სიახლოვეს მრავლად გვხვდება ადრე და გვიანი შუასაუკუნის სხალთის დარბაზული ეკლესია,ხიხანის,გონიოსა და პეტრას ციხეები.XVI საუკუნეში აჭარა რამდენიმე ასეული წლით ოსმალეთის საკუთრებაში გადავიდა,რამაც მოსახლეობის გამუსილმანება გამოიწვია.პარკის მახლობელ ტერიტორიაზე დიდ აჭარაში  დონდალოსა დამარადილში კარგადაა შემონახული გამაჰმადიანებულ ქართველთა საკულტო ნაგებობები–მეჩეთები.
მტირალის პარკთან ახლოს მდებარე სოფლებში შემონახულია უძველესი ხის სახლების უნიკალური ნიმუშები.
არქეოლოგიური გათხრების შედეგად ამ ტერიტორიაზე კიდევ უფრო ძველი–ქრისტიანობამდელი ძეგლებიცაა აღმოჩენილი.მიკვლეულია ძველი წელთაღრიცხვის მესამე–მეორე ათასწლეულების კოლხური ნამოსახლარები და რკინი საბადოების ნანგრევები.ხოლო გონიოს ციხის ტერიტორიაზე,რომელიც ბერძნულ–რომაულ წყაროებში აფსარუნტის ახელით არის ცნობილი,გათხრიალია ჩვენი წელთაღრიცხვის II საუკუნის იპოდრომი,მრავალი საცხოვრაბელი და სამეურნეო სათავსო.
მდიდარი და მრავალფეროვანია მტირალის ფლორა–ეროვნული პარკის ტერიტორიაზე გავრცელებულია,როგორც ტყის მცენარეულობა,რომელიც წაბლნარევით,წიფლნარებით და კოლხური ტიპის წარმოდგენილი,ასევე კოლხეთისთვის დამახასიათებელი მარადმწვანე ბუჩქნარებით შექმნილი შქერიანი ბუჩქებით.შერეული კოლხური ტყე აქ ზღვის დონიდან 50–70 მეტრიდან 550–600მ–მდე ვრცელდება.ამ ტიპის ტყეში გვხვდება:წიფელი,ცაცხვი წაბლი და რცხილა.
მტირალას ეროვნული პარკის ტერიტორიაზე გავრცელებულია აჭარა–ლაზეთის იშვიათი სახეობები:ეპიგეა,ფურუსულა და მედვედევის არყი.
მდიდარია მტირალას ფაუნაც.ამფიბიებიდან პარკში კავკასიური სალამანდრა,მცირე აზიური ტრიტონი,ჩვეულებრივი გომბეშო,ვასაკა,მცირე აზიური და ტბის ბაყაყები გვხვდება.ძუძუმწოვრებიდან არიან თხუნელა,სინიოფალა,კავკასიური ციყვი,მელა,მაჩვი,ტყის კატა.ჩლიქოსნებიდან გვხვდება შველი,იშვითადად–გარეული ღორი.

No comments:

Post a Comment