თავი
3 აჯამეთის
ნაკრძალი
აჯამეთის ტყე ოდითგანვე ქართველ მეფეთა
საყვარელი სანადირო ადგილი იყო.აჯამეთის ნაკრძალი
1946 წლს ჩამოყალიბდა და მისი შექმნის მიზანი იშვიათი რელიქტების იმერეთის მუხის და
ძელქვის შენარჩუნება იყო.
ნაკრძალის საერთო ფართობი 4848ჰექტარია,რომლის
4738ჰექტარი ტყითაა დაფარული.უნიკალური ტყეების გარდა აჯამეთის გარემო ისტორიული ძეგლებითაა
ცნობილი.ნაკრძალიდან კილომეტრნახევარზე მდებარეობს დაბა ვარციხე,რომელიც ანტიკური ქალაქის
როდოპოლისის ნანგრევებზეა აშენებული.მე–6 საუკუნის ბიზანტიელი ისტორიკოსი პროკოფი კესარიელის
ცნობით,როდოპოლისი ძალიან ლამაზი ქალაქი ყოფილა.ნაქალაქარიდან 4კმ–ში,გეგუთში მე–11
საუკუნეში აგებული ქართველ მეფეთა ზამთრის სანადირო სასახლის ნანგრევბეია.უძველესი
ქალაქია ქუთაისიც,ხოლო გელათის სამონასტრო კომპლექსი და ბაგრატის ტაძარი მსოფლიო მემკვიდრეობის
უბნების სიაშია შესული.
აჯამეთის ნაკრძალის ტრეიტორია გეოლოგიურად კარგადაა
შესწავლილი.აჯამეთის ტყის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს,რომ კოლხეთის დაბლობზე ეს
თითქმის ერთადერთი ადგილია,სადაც სუბტროპიკული შერეული ტყე თავის პირვანდელი სახითაა
შემორჩენილი.მუხის და ძელქვის გარდა გვხვდება რცხილა,ჯაგრცხილა,ნეკერჩხალი.ქვეტყე თხელია
და შქერით,ზღმარტლით,ასკილით და კუნელით არის წარმოდგენილი.
აჯამეთის წალკოტი დასახლებული პუნქტებითაა
გარშემორტყმული,მაგრამ მისი პირვანდელი სახით შენარჩუნება მაინც მოხერხდა.
სამწუხაროდ,აჯამეთი დღეს უკვე ვეღარ
დაიკვეხნის ცხოველთა და ფრინველთა იმ მრავალფეროვნებით,რომელსაც საუკუნეების მანძილზე
ხაზს უსვამდნენ ქართველი მემატიანენი.ამფიბიებიდან აქ გვხვდება ტრიტონის ორი სახეობა–ჩვეულებრივი და სავარცხლიანი
ტრიტონები,ტყის ბაყაყი,ჩვეულებრივი და მწვანე გომბოშოები,ჩვეულებრივი ვასაკა.ქვეწარმავლების
7 სახეობა,მათ შორის ჩვეულებრივი და წყლის ანკარა.
აჯამეთის ნაკრძალში ფრინველთა
90–ზე მეტი სახეობაა რეგისტრირებული.ძუძუმწოვრებიდან ნაკრძალში კურდღელი,ტურა,მელა,ციყვი,დედოფალა,ძილგუდა
და მაჩვი გვხვდება.
No comments:
Post a Comment