Wednesday, December 12, 2012

ლიახვის ნაკრძალი


თავი 8                                                                       ლიახვის ნაკრძალი
ლიახვის სახელმწიფო ნაკრძალი სუბალპური ტყეების დაცვის მიზნით 1971წელს დაარსდა.ნაკრძალი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში,საქართველოს მთავრობის მიერ.ამჟამად,არაკონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს.ნაკრძალი განლაგებულია ცხინვალის რაიონის ჩრდილო–აღმოსავლეთ ნაწილშ,მდინარე პატარა ლიახვის ხეობის  ზემო წელში.თბილისიდან ნაკრძალი 120 კმ–ზე არის დაშორებული.ნაკრძალის მეტიწილი ტყეებს უჭირავს.მისი მცირე ნაწილი კი ალპურ საძოვრებს,კლდეებსა და ნაშალებს.
ისტორიულად ტერიტორია,სადაც ნაკრძალი მდებარეობს ხან შიდა ქართლად,ხან დასავლეთად და ხანაც სამაჩაბლოდ მოიხსენიება.ლიახვის ხეობასა და ნაკრძალთან ახლოს მდებარე ტერიტორიაზე აღმოჩენილია ნეოლითს და ენეოლითის ხანის ძეგლები.ცხინვალის ოლქის ტერიტორიაზე ჯავის რაიონში გათხრილის რამდენიმე მღვიმე,რომელიც პირველყოფილი ადამიანის სადგომს წარმოადგენდა.ქსნის ხეობაში ნაპოვნია ე.წ.  „ახალგორის ნაკრძალი“–წარჩინებული ქალის გაუძარცვავი სამარხი,სამკაულებით,სარიტუალო ჭურჭელითა და  ცხენის აღკაზმულობით.ახალგორის განძი ძველი წელთაღვრიცხის V–IV საუკუნეებით თარიღდება.რეგიონში შემორჩენილია ბრინჯაოს ხანის რამდენიმე ციკლოპური ციხე.ლიახვის ნაკრძალში დაცულია აღმოსავლეთ კავკასიონის სამხრეთული კალთებისათვის დამახასიათებელი მთისა და მაღალი მთის მცენარეულობა.ესენია:ტყის სარტყელში მუხნარები,წიფლნარები და რცხილნარები.მეზობელი დიდი ლიახვის აუზტან შედარებით პატარა ლიახვის ხეობაში ნალექები უფრო მცირე ტერიტორიაზე გვხვდება.სუბალპური სარტყლის ტყეებში ლიტვინოვის არყი დომინირებს.
ნაკრძალის მდინარეებში–პატარა ლიახვში და მის მრავალრიცხოვან შენაკადებში უხვად მიოპოვება კალმახი.
ნაკრძალსი ბუდობდ იშვიათი მთის არწივი.სხვა მტაცებელ ფრინველთაგან ხეობაში გვხვდება:კაკაჩა,ქორი,მიმინო,ალალი,კირკიტა,ღამის მტაცებლები:ბუ,ჭოტი და ზარნაშო.კურდღელსა და მელას ნაკრძალის ნებისმიერ სიმაღლეზე შეხვდებით.არის მგელიც,კლდის სა ტყის კვერნებიც,სინდიოფალა.აქაური ბუნების ნამდვილი მბრძანებელია მურა დათვი,რომლის კვალიც ნაკრძლში ყველგან–ტყეებშიც და ალპურ იალაღებზეც შეიძლება ნახოთ.ნაკრძალში ამ ცხოველის საკმაოდ დიდი და სტაბილური პოპულაცია მდებარეობს.
ბინადრობდა პატარა ლიახვის ხეობაში კეთილშობილი ირემიც,მაგრამ ამ ცხოველის დღევანდელ მდგომარეობაზე ცნობები არ არსებობს.გვხვდება ნაკრძალში გარეული ღორი და შველი.ხოლო ალპურ იალაღებზე არჩვები ბინადრობენ.

No comments:

Post a Comment