Wednesday, December 12, 2012

გარდაბნის აღკვეთილი


თავი 5                                        გარდაბნის აღკვეთილი
1957წელს შეიქმნა გარდაბანის სახელმწიფო სატყეო–სამონადირეო მეურნეობა.1996წელს კი მას აღკვეთლის სტატუსი მიენიჭა.გარდაბნის აღკვეთილის ფართობი 3,484ჰექტარია.მანამდე ,1957წელს აღკვეთილი აზერბაიჯანის საზღვართან გარდაბნისა და მარნეულის რიონების ტერიტორიაზე მდებარეობს და თბილისიდან 39კმ–იტაა დაშორებული.გარდაბნის აღკვეთილი ამ ტერიტორიაზე არსბულ ტყის კორომთა შენარჩუნების,მათი მდგომარეობის გაუმჯობესების და იქ მობინადრე ფაუნის წარმომადგენელთა დაცვის მიზნით შეიქმნა.აღკვეთილის სიახლოვეს აღმოჩენილია ენეოლითის ადრინდელი ბრინჯაოს ხანის ეპოქის სამარხები,ნაპოვნია გვიანდელი ბრინჯაოს და ადრინდელი რკინის ეპოქის ძეგლები.
გარდაბნის აღკვეთილთან ახლოს მდებარე ისტორიულ ძეგლთა შორის ყველაზე გამორჩეული უდავოდ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსია,ჯერ კიდევ მე–6 საუკუნეში  ასურეთიდან ჩამოსული მისიონერის დავით გარეჯელის დაარსებულ მონასტერში  საუკუნეების მანძილზე არ წყდებოდა სასულიერო ცხოვრება.აღკვეთილის მიმდებარე ტერიტორიის მოსახლეობის ძირითად ნაწილს აზერბაიჯანელები შეადგენენ,რომლებიც ქვემო ქართლში რამდენიმე საუკუნეა სახლობენ.აზერბაიჯანელები მსრომელ და გამრჯე ხალხად არიან ცნობილნი.მისდევენ მებოსტნეობასა და მესაქონლეობას საინტერესოა მათი ყოფა და მუსულმანური დღესასწაულები.
გარდაბნის აღკვეთილისთვის საკმაოდ ცივი ზამთარი და ცხელი ზაფხულია დამახასიათებელი.ჰავა მშრალი კონტინენტურია ნალექების ძალზე მცირე რაოდენობით.ჰიდროლოგიური ქსელი წარმოდგენილია მდინარე მტკვრით,რომელიც ხშირად იცვლის კალაპოტს და წყალდიდობის დროს სანაპირო დაბლობებს ტბორავს.
გარდაბნის აღკვეთილის ფლორისთვის მთავარი სიმდიდრეა ჭალოს ტყეები,რომლის მთავარი ხე–მცენარეებია:ხვალო,ოფი,წნორი,მაღალი ტირიფი,ჭალის მუხა,ჭალის თელა და პატარა თელადუმა.ქვეტყეში იზრდება კუნელი,დატოტვილი იალღუნი და ქაცვი.
დღეს დაცვის და განსაკუთრებული სტატუსის მიუხედავად აღკვეთილისჭალის ტყეები ვეღარ დაიკვეხნის ნადირის ყბადაღებული სიმრავლით.თუმცა გარდაბნის აღკვეთილი ჩვენი ქვეყნის ერთ–ერთი ბუნებრივი კუნძულია,სადაც ჯერ კიდევ გვხვდება კეთილშობილი ირემი.სამწუხაროდ,ირმის რაოდენობა საკმაოდ მცირეა,მის პოპულაციას არ აქვს გენეტიკუტი შევსება,რაც მათ მომავალს რეალური საფრთხის ქვეშ აყენებს.
რეგიონის ტურისტული პოტენციალი ჯერ სუსტად არის რეალიზებული და ძირითადად დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მიმართულებით კულტურულ,ფეხით სასიარულო და სამანქანო–სათავგადასავლო ტურებში გამოიხატება.

No comments:

Post a Comment