Wednesday, December 19, 2012
Wednesday, December 12, 2012
შესავალი
შესავალი
დაცული ტერიტორიების ძირითადი ფუნქცია
ქვეყნის ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვაა,მაგრამ,როგორც წესი,მათ სხვა მრავალი ფუნქციაც
აკისრიათ,ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა,განათლება,მეცნიერების განვითარება,ქვეყნის
პოპულარიზება საერთაშორისო დონეზე და სხვა.უკანასკნელ წლებში საქართველოს დაცულმა ტერიტორიებმა
ამ დამატებითი ფუნქვიების შესრულებაც დაიწყეს და ნელ–ნელა საზოგადოებისთვის ნატელი
ხდება,რომ დაცული ტერიტორიები წარმოადგენენ არა შემოღობილ და ყველასათვის აკრძალულ
ზონებს,არამედ მათი გამოყენება შესაზლებელია სხვადასხვა მიზნებითაც,რა თქმა უნდა,სტატუსისა
და კატეგორიის მიხედვით.
ეს თემა ავირჩიე,რადგან უფრო მეტი
ინფორმაცია მიიღოს საზოგადოებამ ჩვენი ქვეყნის,მართლაც,ამ უნიკალური ბუნების შესახებ,რათა
თავადაც გაიცნოს და სხვებსაც გააცნოს თავისი ქვეყნის ასეთი შესანიშნავი ადგილები.
საქართველოში დაცული ტერიტორიების
დაარსებას დიდი ხნის ისტორია აქვს.პირველი დაცული ტერიტორია –ლაგოდეხის სახელმწიფო
ნაკრძალი შეიქმნა 1912წელს.ამჟამად კი დაცული ტერიტორიების საერთო ფართობი 495 892ჰა,რაც
ქვეყნის ტერიტორიის 7%–ია.2009 წლის მონაცემებით საქართველოში 14 სახელმწიფო ნაკრძალი,9ეროვნული პარკი,17 აღკვეთილი,14 ბუნების ძეგლი
და 2 დაცული ლანდშაფტია.
დაცული ტერიტორიები
თავი 1 დაცული ტერიტორიები
1.1 სახელმწიფო ნაკრძალი
საქართველოში პირველი ნაკრძალი 1912წელს დაარსდა.ასეთი
კატეგორიის დაცულ ტერიტორიაზე შესვლა ნებადართულია,მხოლოდ საგანმანათლებლო და არამანიპულაციური
სამეცნიერო კვლევების ჩატარების მიზნით,სპეციალური ნებართვით.დღეს საქართველოს ნაკრძალების
საერთო ფართობი 169,391ჰა–ს შეადგენს.
1.2 ეროვნული პარკი
საქართველოში
პირველი ეროვნული პარკი,რომელსაც თბილისის ეროვნული პარკი ეწოდა,1973წელს შეაქმნა.1995წელს
დაარსდა ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი.ეროვნული პარკები შედარებით დიდ ფართობს
მოიცავს,ამით მათ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისთვის.ამის
გარდა ეროვნული პარკები დიდ როლს ასრულებენ ტურიზმის განვითარებაში,განსაკუთრებით კი
საქართველოს ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის საერთაშორისო დონეზე პოპულარიზებაში.1998წელს
დაარსდა კოლხეთის,2003 წელს თუშეთისა და ვაშლოვანის,ხოლო 2006 წელს–მტირალას ეროვნული
პარკი.
1.3
ბუნების ძეგლი
საქართველოში პირველი სამი ბუნების
ძეგლი 2003 წელს შეიქმნა საერთო ფართობით 238,5ჰა.ეს არის შედარებით პატარა ზომის ტერიტორიები,რომელთაც
განსაკუთრებული ფასეულობა ან თავისებურება აქვთ(ეს შეიძლება იყოს მღვიმე,ხეობა,მდინარის
დელტა,ტყის კორომი და სხვა)
1.4
აღკვეთილი
საქართველოში
პირველი სამონადირეო მეურნეობა 1957წელს გარდაბნის რაიონში დაარსდა.1957 წელს მას აღკვეთილის სტატუსი მიენიჭა.ასეთ
დაცულ ტერიტორიაზე ნებადართულია ადამიანის ჩარევა,ცხოველების ან მცენარეების სახეობების
აღდგენის მიზნიტ.ამას გარდა,აღკვეთლში დაშვებულია ცალკეული განახლებადი ბუნებრივი რესურსის
მოხმარებაც.დღეისათვის საქართველოსი 17 აღკვეთილია,საერთო ფართობით 54,184ჰა.
1.5 დაცული ლანდშაფტი
საქართველოში ორი დაცული ლანდშაფტი
ფუნქციონირებს –თუშეთის დაცული ლანდშაფტი(27,903ჰა),რომელიც 2003 წელს შეიქმნა და კინტრიშის
დაცული ლანდშაფტი.იგეგმება დავით გარეჯის დაცული ლანდშაფტის დაარსება(156,400ჰა).დაცულ
ლანდშაფტში შესაძლებელია ბუნებრივი რესურსების მდგრადი მოხმარება და ტურიზმის განვითარება
კონსერვაციის მიზნების ხელშესაწყობად.
ალგეთის ნაკრძალი
თავი 2 ალგეთის
ნაკრძალი
ვახუშტი ბატონიშვილი ალგეთის მიდამოებში
თავისი გვირგვინოსანი მამის ქართლის მეფის ვახტანგ მეექვსის ნადირობასაც აღწერს–ერთ
დღეში მეფის ამალას 180 ირემი მოუკლავს.
ალგეთის ნაკრძალის მიმდებარე ტერიტორიაზე
აღმოჩენილია უამრავი არქეოლოგიური ძეგლი,რომელთაგან ყველაზე ადრინდელები,ენეოლითის
და ადრე ბრინჯაოს ხანას განეკუთვნება.შემორჩენილია ბრინჯაოს ხანის ციკლოპური ციხეები.“ალგეთის
სამარხის“სახელით ცნობილი ქვაყუთის ტიპის სამარხის გათხრისას თავის დროზე ძალზე საინტერესო
სამკაულები და ძვირფასი ნივთები იქნა აღმოჩენილი.არქეოლოგიური გათხრების შედეგად დაბა
მანგლისში აღმოჩენილია ელინისტური ხანის მასალა:ცხოველთა და ფრინველთა გამოსახულებიანი
მონეტები და ბრინჯაოს ნივთები.
ალგეთის ხეობაში და მის შემოგარენში
შუა საუკუნეების რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი ძეგლია:მე–4 საუკუნის მანგლისის ტაძარი,მე–9
საუკუნის კლდეკარის ციხე–სიმაგრე და მე–11 საუკუნის ულამაზესი და მიუდგომელი ბირთვისის
ციხე–ქალაქი,რომელიც გასაოცარი ბუნებრივი მდგომარეობის წყალობით 400 წლის მანძილზე
რჩებოდა დამპყრობლებისათვის აუცილებელ სიმაგრედ და რომელში შეღწევაც მხოლოდ შუა აზიიდან
მოსულმა თემურლენგის ურდოებმა შეძლეს.
1965წელს დაარსებული ალგეთის ნაკრძალი
თეთრიწყაროს რაიონში მდებარეობს,თბილისიდან 60კმ–ის დაშორებით.იგი მოიცავს მდინარე
ალგეთის ხეობაში თრიალეთის ქედის აღმოსავლეთ ნაწილის სამხრეთ ფერდობებს და ზრვის დონიდან
1100–1950მ სიმაღლეზე მდებარეობს.
ალგეთის ნაკრძალს ახასიათებს ზლიერ
მთაგორიანი რელიეფი,რომელიც მრავალრიცხოვანი პატარა მდინარეებითა და ხევებიტაა დარარული.როგორც
მთლიანად თრიალეთის ქედი,ასევე ალგეთის ნაკრძალიც ვულკანური და დანალექი ქანებითაა
აგებული.
ნაკრძალი ხასიათდება ნოტიო კლიმატით.აქ
ზამთარი ზომიერად ცივი,ხოლო ზაფხული ხანგრძლივი და თბილი იცის.
აჯამეთის ნაკრძალი
თავი
3 აჯამეთის
ნაკრძალი
აჯამეთის ტყე ოდითგანვე ქართველ მეფეთა
საყვარელი სანადირო ადგილი იყო.აჯამეთის ნაკრძალი
1946 წლს ჩამოყალიბდა და მისი შექმნის მიზანი იშვიათი რელიქტების იმერეთის მუხის და
ძელქვის შენარჩუნება იყო.
ნაკრძალის საერთო ფართობი 4848ჰექტარია,რომლის
4738ჰექტარი ტყითაა დაფარული.უნიკალური ტყეების გარდა აჯამეთის გარემო ისტორიული ძეგლებითაა
ცნობილი.ნაკრძალიდან კილომეტრნახევარზე მდებარეობს დაბა ვარციხე,რომელიც ანტიკური ქალაქის
როდოპოლისის ნანგრევებზეა აშენებული.მე–6 საუკუნის ბიზანტიელი ისტორიკოსი პროკოფი კესარიელის
ცნობით,როდოპოლისი ძალიან ლამაზი ქალაქი ყოფილა.ნაქალაქარიდან 4კმ–ში,გეგუთში მე–11
საუკუნეში აგებული ქართველ მეფეთა ზამთრის სანადირო სასახლის ნანგრევბეია.უძველესი
ქალაქია ქუთაისიც,ხოლო გელათის სამონასტრო კომპლექსი და ბაგრატის ტაძარი მსოფლიო მემკვიდრეობის
უბნების სიაშია შესული.
აჯამეთის ნაკრძალის ტრეიტორია გეოლოგიურად კარგადაა
შესწავლილი.აჯამეთის ტყის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს,რომ კოლხეთის დაბლობზე ეს
თითქმის ერთადერთი ადგილია,სადაც სუბტროპიკული შერეული ტყე თავის პირვანდელი სახითაა
შემორჩენილი.მუხის და ძელქვის გარდა გვხვდება რცხილა,ჯაგრცხილა,ნეკერჩხალი.ქვეტყე თხელია
და შქერით,ზღმარტლით,ასკილით და კუნელით არის წარმოდგენილი.
აჯამეთის წალკოტი დასახლებული პუნქტებითაა
გარშემორტყმული,მაგრამ მისი პირვანდელი სახით შენარჩუნება მაინც მოხერხდა.
სამწუხაროდ,აჯამეთი დღეს უკვე ვეღარ
დაიკვეხნის ცხოველთა და ფრინველთა იმ მრავალფეროვნებით,რომელსაც საუკუნეების მანძილზე
ხაზს უსვამდნენ ქართველი მემატიანენი.ამფიბიებიდან აქ გვხვდება ტრიტონის ორი სახეობა–ჩვეულებრივი და სავარცხლიანი
ტრიტონები,ტყის ბაყაყი,ჩვეულებრივი და მწვანე გომბოშოები,ჩვეულებრივი ვასაკა.ქვეწარმავლების
7 სახეობა,მათ შორის ჩვეულებრივი და წყლის ანკარა.
აჯამეთის ნაკრძალში ფრინველთა
90–ზე მეტი სახეობაა რეგისტრირებული.ძუძუმწოვრებიდან ნაკრძალში კურდღელი,ტურა,მელა,ციყვი,დედოფალა,ძილგუდა
და მაჩვი გვხვდება.
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი
ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი
საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პირველი ეროვნული პარკია კავკასიაში.იგი
1995წელს შეიქმნა,ოფიციალურად კი 2001 წელს გაიხსნა.
ბორჯომის ეროვნული პარკი თბილისიდან
170კმ–ით არის დაშორებული.ამ დაცული ტერიტორიის ისტორია გაცილებით ადრე,ჯერ კიდევ მე–19
საუკუნის 60–იან წლებში დაიწყო და რუსეთის საიმპერატორო ოჯახს უკავშირდება–1862წელს
ამიერკავკასიაში მეფისნაცვლად დანიშნულ რუსეთის იმპერატორის ძმას,მიხეილ რომანოვს იმდენად
მოეწონა ბორჯომის ხეობა,რომ იქ საზაფხულო რეზიდენციის შენება გადაწყვიტა.1871წელს კი
საუთარი ძმისგან ალექსანდრე მეორისგან მთელი ბორჯომის ხეობა მიიღო საჩუქრად.მიხეილ
რომანოვი ბუნების ნამდვილი მოყვარული იყო.მან ტყის დიდი ნაწილი შემოღობა და იქ ხე–ტყის
ჭრისა და ნადირობის პირობები უკიდურესად გაამკაცრა.
მოგვიანებით,1926წელს შეიქმნა ბორჯომის
ნაკრძალი.2006 წელს ეროვნულ პარკსა და ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალს ნეძვის აღკვეთილიც
შეემატა,რის შემდეგაც ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკის საერთო ტერიტორიის ფართობმა
85 000 ჰექტარს მიაღწია,ეს კი საქართველოს საერთო ტერიტორიის 1%–ია.ეროვნული პარკი
6 ადმინისტრაციული რაიონის ბორჯომის,ხაშურის,ხარაგაულის,ახალციხის,ბაღდათის და ადიგენის
ტერიტორიებს მოიცავს.ფართობის მიხედვით ის ევროპის ერთ–ერთი ყველაზე დაცული ტერიტორიაა
და გამოირჩევა მდიდარი ბიომრავალფეროვნებით–ხელუხლებელ მდგომარეობაშია შემორჩენილი
ტყის მასივები,ენდემური სახეობის ფლორა და ფაუნა.
ეროვნული პარკის შემოგარენი ძალზე
მდიდარია ისტორიული ძეგლებით.სიძველის და ისტორიის მოყვარულთათვის უდავოდ საინტერესოა
გარემომცველ პეიზაჟში ლამაზად ჩაცმული ისეთი ძეგლების მონახულება,როგორებიცაა:ტიმოთესუბნის
მეცამეტე საუკუნის გუმბათოვანი ტაძარი,ნეძვის ეკლესია,ნუნისის ეკლესია,საკვირიკეს ბაზილიკა
სოფელ დვირთან,ჩითახევის მწვანე მონასტერი.
ეროვნული პარკის მიმდებარე ტერიტორია
და განსაკუთრებით კი ბორჯომის ხეობა მინერალური წყლების მხრივ მთელ მსოფლიოშია განთქმული.აქაური
მინერალური წყლების საბადოების ბაზაზე წარმატებით მუშაობს კურორტები ბორჯომი და წაღვერი.
პარკი მთლიანად დასახლებული პუნქტებითაა
გარშემორტყმული და პოპულაცია გენეტიკურ შევსებას არ განიცდის.პარკის დაარსების და ნადირობის
შეწყვეტის შემდეგ ირმის რაოდენობამ ისევ დაიწყო ზრდადა ამჟამად ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნულ
პარკში 150–ზე მეტი ირემი ცხოვრობს.
გარდაბნის აღკვეთილი
თავი 5 გარდაბნის
აღკვეთილი
გარდაბნის აღკვეთილთან ახლოს მდებარე
ისტორიულ ძეგლთა შორის ყველაზე გამორჩეული უდავოდ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსია,ჯერ
კიდევ მე–6 საუკუნეში ასურეთიდან ჩამოსული
მისიონერის დავით გარეჯელის დაარსებულ მონასტერში
საუკუნეების მანძილზე არ წყდებოდა სასულიერო ცხოვრება.აღკვეთილის მიმდებარე
ტერიტორიის მოსახლეობის ძირითად ნაწილს აზერბაიჯანელები შეადგენენ,რომლებიც ქვემო ქართლში
რამდენიმე საუკუნეა სახლობენ.აზერბაიჯანელები მსრომელ და გამრჯე ხალხად არიან ცნობილნი.მისდევენ
მებოსტნეობასა და მესაქონლეობას საინტერესოა მათი ყოფა და მუსულმანური დღესასწაულები.
გარდაბნის აღკვეთილისთვის საკმაოდ
ცივი ზამთარი და ცხელი ზაფხულია დამახასიათებელი.ჰავა მშრალი კონტინენტურია ნალექების
ძალზე მცირე რაოდენობით.ჰიდროლოგიური ქსელი წარმოდგენილია მდინარე მტკვრით,რომელიც
ხშირად იცვლის კალაპოტს და წყალდიდობის დროს სანაპირო დაბლობებს ტბორავს.
გარდაბნის აღკვეთილის ფლორისთვის
მთავარი სიმდიდრეა ჭალოს ტყეები,რომლის მთავარი ხე–მცენარეებია:ხვალო,ოფი,წნორი,მაღალი
ტირიფი,ჭალის მუხა,ჭალის თელა და პატარა თელადუმა.ქვეტყეში იზრდება კუნელი,დატოტვილი
იალღუნი და ქაცვი.
დღეს დაცვის და განსაკუთრებული სტატუსის
მიუხედავად აღკვეთილისჭალის ტყეები ვეღარ დაიკვეხნის ნადირის ყბადაღებული სიმრავლით.თუმცა
გარდაბნის აღკვეთილი ჩვენი ქვეყნის ერთ–ერთი ბუნებრივი კუნძულია,სადაც ჯერ კიდევ გვხვდება
კეთილშობილი ირემი.სამწუხაროდ,ირმის რაოდენობა საკმაოდ მცირეა,მის პოპულაციას არ აქვს
გენეტიკუტი შევსება,რაც მათ მომავალს რეალური საფრთხის ქვეშ აყენებს.
რეგიონის ტურისტული პოტენციალი ჯერ
სუსტად არის რეალიზებული და ძირითადად დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მიმართულებით
კულტურულ,ფეხით სასიარულო და სამანქანო–სათავგადასავლო ტურებში გამოიხატება.
იორის აღკვეთილი
თავი
6 იორის
აღკვეთილი
აღკვეთილი არმოსავლეთ საქართველოში,გარე
კახეთში მდებარეობს,ქალაქ საგარეჯოსთან ახლოს.მისი მიმდებარე სოფლის სამეურნეო სავარგულები,რომლებიც
მდინარე იორის წყლით ირწყვება,გამოირჩევა ვენახების,ზვრების და ყურძნის ჯიშების სიმრაავლით.
საგარეჯოსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე
მრავალი არქეოლოგიური აღმოჩენებია გაკეთებული,მათ შორის გათხრილია ბრინჯაოს ხანის სამარხები,ნაპოვნია
წინა ქრისტიანული ხანის და შუა საუკუნეების ნაშთები,მდიდარი კერამიკული მასალა.
აღკვეთილის სიახლოვეს შუა საუკუნეების
ორი მნიშვნელოვანი ძეგლი მდებარეობს:მე–12 საუკუნის ნინოწმინდის სამონასტრო კომპლექსი,რომელიც
დღესაც მნოქმედია და გიორგიწმინდის იმავე პერიოდის ეკლესია,
ადგილობრივი მოსახლეობის
აბსოლუტური რაოდენობა მისდევს მეღვინეობას,განვითარებულია აგრეთვე მეხილეობა,მებოსტნეობა,მესაქონლეობა
და მეფუტკრეობა.საგარეჯოს რაიონი,ისევე როგორც,მთლიანად კახეთი გასაოცარი მრავალხმიანი
სიმღერებითაა განთქმული.
ამ მხარისათვის
ზომიერად თბილი,საკმაოდ ცხელ ზაფხულიანი კონტინენტური სტეპების ჰავაა დამახასიათებელი.საშუალო
წლიური ტემპერატურა +11,9გრადუსია.
იორის აღკვეთილის ფლორა ძირითადად
წარმოდგენილია ჭალის ტყით,რომელიც ძალზე არის
გამეჩხერებული.ამ ტყეს ძირითადად ხვალო და ოფი ქმნიან.უფრო დაბალი სიხშირითგვხვდება
ფშატა ტირიფი,წნორი,ცრუაკაცია და პატარა თელადუმა.ამ ხე–მცენარეთა უმეტესობა დაკნინებულია
და მნიშვნელოვან ფართობზე კორომებს ვერ ქმნის.იორის აღკვეთილში ასევე გავრცელებულია
ჭალაფშტა,იალღუნი და მაყვალი.იმ ადგილებში,სადაც იორი მცირე ჭაობებს ქმნის გვხვდება
ჭაობის მცენარეთა დაჯგუფებებიდა ჭაობისათის დამახასიათებელი ბუჩქნარები.
კოლხეთის ეროვნული პარკი
თავი 7
კოლხეთის ეროვნული პარკი
კოლხეთის დაბლობში
მრავლადაა ქრისტიანული თუ ქრისტიანობამდელი ძეგლები და ნამოსახლარები. ადამიანები აქ
უხსოვარი დროიდან ცხოვრობდნენ და დღესაც ცხოვრობენ.შავი ზრვის სანაპირო ზოლი თავისი
პორტებითა და კურორტებით, კოლხეთის დაბლობს დასავლეთიდან გასდევს და ჩვენი ქვეყნისთვის
ამ ტერიტორიის მნიშვნელობას ფასდაუდებელს ხდის,მაგრამ კოლხეთს კიდევ აქვს ერთი სიმდიდრე,რომელიც,როგორც
აღმოჩნდა,მას მსოფლიო მნიშვნელობებს ანიჭებს.ეს ჭაობებია–ჭარბტენიანი ნიადაგები,რომელთაც
დაბლობის მნიშვნელოვანი ნაწილი უკავია,რომელზეც ადამიანს არასოდეს უცხოვრია და რომელიც
მხოლოდ ამ ტავისებურ ეკოსისტემას შეგუებულ ნადირ–ფრინველთა საბინადროდაა ვარგისი.
ადამიანები საუკუნეების
მანძილზე ცხოვრობდა ჭაობის სიახლოვეს.ჭაობებში ნადირობდა და მოიპოვებდა სათბობ და საშენ
მასალას–ტორფსა და ხე–ტყეს,მაგრამ ვერაფრით უშინაურდებოდა ჭაობსრომელიც მის მიერ მუდამ
აღიქმებოდა მტრულ და იდუმალ გარემოდ.მალარიის და მრავალი სხვა დაავადების ბუდედ,რომელთა
მეზობლობა მხოლოდ აუცილებლობით იყო გამოწვეული.
კოლხეთის დაბლობს
სხვა საერთაშორისო მნიშვნელობაც აქვს.ამ ტერიტორიაზე ფრინველების ყოველწლიური მიგრაციის
მარშუტი გადის.შემოდგომობით ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ,ხოლო გაზაფხულზე ბილი ქვეყნებიდან
თავიანთი ბუდობის ადგილებისკენ მილიონობით ფრინველისათვის,რომლებიც შავი ზღვის სანაპიროს
მიუყვებიან.დაუსახლებელი ჭაობები დასვენების და შორეულ გადაფრენებს შორის სულის მოთქმის
მშვენიერ ადგილს წარმოადგენს.უფრო სამხრეთით წასვლა მათ აღარ სჭირდებათ,აქაურ ჭაობებში
ზამთრის გადატანისთვის საჭირო ყველა პირობაა.
ლიახვის ნაკრძალი
თავი 8
ლიახვის ნაკრძალი
ისტორიულად ტერიტორია,სადაც ნაკრძალი
მდებარეობს ხან შიდა ქართლად,ხან დასავლეთად და ხანაც სამაჩაბლოდ მოიხსენიება.ლიახვის
ხეობასა და ნაკრძალთან ახლოს მდებარე ტერიტორიაზე აღმოჩენილია ნეოლითს და ენეოლითის
ხანის ძეგლები.ცხინვალის ოლქის ტერიტორიაზე ჯავის რაიონში გათხრილის რამდენიმე მღვიმე,რომელიც
პირველყოფილი ადამიანის სადგომს წარმოადგენდა.ქსნის ხეობაში ნაპოვნია ე.წ. „ახალგორის ნაკრძალი“–წარჩინებული ქალის გაუძარცვავი
სამარხი,სამკაულებით,სარიტუალო ჭურჭელითა და
ცხენის აღკაზმულობით.ახალგორის განძი ძველი წელთაღვრიცხის V–IV საუკუნეებით
თარიღდება.რეგიონში შემორჩენილია ბრინჯაოს ხანის რამდენიმე ციკლოპური ციხე.ლიახვის
ნაკრძალში დაცულია აღმოსავლეთ კავკასიონის სამხრეთული კალთებისათვის დამახასიათებელი
მთისა და მაღალი მთის მცენარეულობა.ესენია:ტყის სარტყელში მუხნარები,წიფლნარები და
რცხილნარები.მეზობელი დიდი ლიახვის აუზტან შედარებით პატარა ლიახვის ხეობაში ნალექები
უფრო მცირე ტერიტორიაზე გვხვდება.სუბალპური სარტყლის ტყეებში ლიტვინოვის არყი დომინირებს.
ნაკრძალის მდინარეებში–პატარა ლიახვში
და მის მრავალრიცხოვან შენაკადებში უხვად მიოპოვება კალმახი.
ნაკრძალსი ბუდობდ იშვიათი მთის არწივი.სხვა
მტაცებელ ფრინველთაგან ხეობაში გვხვდება:კაკაჩა,ქორი,მიმინო,ალალი,კირკიტა,ღამის მტაცებლები:ბუ,ჭოტი
და ზარნაშო.კურდღელსა და მელას ნაკრძალის ნებისმიერ სიმაღლეზე შეხვდებით.არის მგელიც,კლდის
სა ტყის კვერნებიც,სინდიოფალა.აქაური ბუნების ნამდვილი მბრძანებელია მურა დათვი,რომლის
კვალიც ნაკრძლში ყველგან–ტყეებშიც და ალპურ იალაღებზეც შეიძლება ნახოთ.ნაკრძალში ამ
ცხოველის საკმაოდ დიდი და სტაბილური პოპულაცია მდებარეობს.
ბინადრობდა პატარა ლიახვის ხეობაში
კეთილშობილი ირემიც,მაგრამ ამ ცხოველის დღევანდელ მდგომარეობაზე ცნობები არ არსებობს.გვხვდება
ნაკრძალში გარეული ღორი და შველი.ხოლო ალპურ იალაღებზე არჩვები ბინადრობენ.
მარიამჯვრის ნაკრძალი
თავი 9
მარიამჯვრის ნაკრძალი
ეს გარე კახეთია–ვენახების,ზვრების
და ყურძნის ჯიშებთ გამორჩეული ბარაქიანი მხარე.ნაკრძალიდან ისევე,როგორც მთელი ცივ–გომბორის
ქედიდან გარე კახეთის თვალწარმტაცი ხედი იშლება და კარგად მოჩანს მდინარე ივრის წყლით
მორწყული ვენახები და ყანები,უფრო შორს კი უნაყოფო და მხოლოდ საძოვრსბად ვარგისი,მაგრამ
ძალიან თავისებური და სილამაზის მქონე ივრის ზეგანი.ნაკრძალის მახლობელ ტერიტორიაზე
მდებარეობს რამდენიმე მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლი,რომელთა შორის XII საუკუნის ნინო
წმინდის სამონასტრო კომპლექსია,ამავე საუკუნის გიორგიწმინდის ეკლესია და საქართველოსთვის
უნიკალური გურჯაანის ორგუმბათიანი ბაზილიკა.სოფელ მარიამჯვარსა და ნაკრძალთან ახლოს
მდებარე სოფელებში შემორჩენილია მკვიდრად ნაშენი ხალხური ტიპის სახლებიძველი მარნები
და სამეურნეო ნაგებობათა ნიმუშები.
საგარეჯოს რაიონის ტერიტორიაზე მრავლადაა
აღმოჩენილი ძველი სამარხები,წინა ქრისტიანული და შუა საუკუნეების ნაგებობათა ნაშთები,ძველი ოდის კერამიკული მასა.
კახეთის მოსახლეობა ოდითგანვე მისდევდა
სოფლის მეურნეობას და მეტადრე მევენახეობას.ადგილობრივთა ეთნოგრაფიულ ყოფაში მრავალხმიანი
ხალხური სიმღერები და ვაზისადმი მიძღვნილი უძველესი რიტუალებია შემორჩენილი.
როდესაც არა მხოლოდ მარიამჯვრის ნაკრძალზე,არამედ
მთლიანად ცივ–გომბორის ქედზე ვლაპარაკობთ უნდა გვახსოვდეს,რომ აქ ძალიან ჭირს წყალი,თუმცა
ნაკრძალი ქედის ფერდობებზეა განლაგებული,აქ ვერ შეხვდებით მდინარეებს,წყაროებიც კი
ძალზე იშვიათია.ჰიდროლოგიური ქსელი გამოხატულია მხოლოდ ფართო ხევების გამშრალი კალაპოტებით,რომლებიც
წვიმების დროს სწრაფად დადნება და მზიანი დარების გამოსვლისთანავე სწრაფადვე იწრიტება
წყლიდან.
მარიამჯვრის ნაკრძალის 90% ტყითაა
დაფარული.ფიჭვნარები გვხვდება ცივ–გომბორის ქედის,როგორც სამხრეთ ასევე ჩრდილოეთ კალთებზე.შედარებით
დიდი მასები გიორგიწმინდის,ანთოკის,მარიამჯვრის და თოხიაურის ხევების ზემო ნაწილშია
განლაგებული.ნაკრძალში არსებიბს,როგორც სუფთა ფიჭვის კორომები,ასევე ფოთლოვან მცენარეებთან
ნარევი ტყეებიც.ფოთლოვანი ტყე ძირითადად წიფლით,მუხით და რცხილითაა წარმოდგენილი.ალაგ–ალაგ
მურყნები ქვეტყეში შინდი,ზღმარტლი,კუნელა,თხილი და მაყვალი ჭარბობს.სულ მარიამჯვრის
ნაკრძალში 50–მდე სახეობის ბუჩქია გავრცელებული.ნაკრძალის ტერიტორიაზე ფრინველთა
34სახეობა გვხვდება,მათგან აღსანიშნავია:ყანჩა,შაშვი,ქედანი,ოფოფი.
მტირალას ეროვნული პარკი
მტირალას ეროვნული პარკი,რომელიც განლაგებულია ისტორიულ
აჭარაში 2006წელს შეიქმნა.ის თბილისიდან 320კმ–თია დაშორებული.ეროვნული პარკი კიდევ
ერთი დაცული ტერიტორია კინტრიშის სიახლოვეს მდებარეობს.პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე
აესებულ დასახლებებში ქრისტიანობის ქადაგება ჯერ კიდევ I საუკუნეში დაიწყო ანდრია პირველწოდებულმა.მტირალას
მთის სიახლოვეს მრავლად გვხვდება ადრე და გვიანი შუასაუკუნის სხალთის დარბაზული ეკლესია,ხიხანის,გონიოსა
და პეტრას ციხეები.XVI საუკუნეში აჭარა რამდენიმე ასეული წლით ოსმალეთის საკუთრებაში
გადავიდა,რამაც მოსახლეობის გამუსილმანება გამოიწვია.პარკის მახლობელ ტერიტორიაზე დიდ
აჭარაში დონდალოსა დამარადილში კარგადაა შემონახული
გამაჰმადიანებულ ქართველთა საკულტო ნაგებობები–მეჩეთები.
მტირალის პარკთან ახლოს მდებარე სოფლებში შემონახულია
უძველესი ხის სახლების უნიკალური ნიმუშები.
არქეოლოგიური გათხრების შედეგად ამ ტერიტორიაზე კიდევ
უფრო ძველი–ქრისტიანობამდელი ძეგლებიცაა აღმოჩენილი.მიკვლეულია ძველი წელთაღრიცხვის
მესამე–მეორე ათასწლეულების კოლხური ნამოსახლარები და რკინი საბადოების ნანგრევები.ხოლო
გონიოს ციხის ტერიტორიაზე,რომელიც ბერძნულ–რომაულ წყაროებში აფსარუნტის ახელით არის
ცნობილი,გათხრიალია ჩვენი წელთაღრიცხვის II საუკუნის იპოდრომი,მრავალი საცხოვრაბელი
და სამეურნეო სათავსო.
მდიდარი და მრავალფეროვანია მტირალის ფლორა–ეროვნული
პარკის ტერიტორიაზე გავრცელებულია,როგორც ტყის მცენარეულობა,რომელიც წაბლნარევით,წიფლნარებით
და კოლხური ტიპის წარმოდგენილი,ასევე კოლხეთისთვის დამახასიათებელი მარადმწვანე ბუჩქნარებით
შექმნილი შქერიანი ბუჩქებით.შერეული კოლხური ტყე აქ ზღვის დონიდან 50–70 მეტრიდან
550–600მ–მდე ვრცელდება.ამ ტიპის ტყეში გვხვდება:წიფელი,ცაცხვი წაბლი და რცხილა.
მტირალას ეროვნული პარკის ტერიტორიაზე გავრცელებულია
აჭარა–ლაზეთის იშვიათი სახეობები:ეპიგეა,ფურუსულა და მედვედევის არყი.
მდიდარია მტირალას ფაუნაც.ამფიბიებიდან პარკში კავკასიური
სალამანდრა,მცირე აზიური ტრიტონი,ჩვეულებრივი გომბეშო,ვასაკა,მცირე აზიური და ტბის
ბაყაყები გვხვდება.ძუძუმწოვრებიდან არიან თხუნელა,სინიოფალა,კავკასიური ციყვი,მელა,მაჩვი,ტყის
კატა.ჩლიქოსნებიდან გვხვდება შველი,იშვითადად–გარეული ღორი.
სათაფლიის ნაკრძალი
თავი
11 სათაფლიის
ნაკრძალი
1952წელს სატაფლიიდან ქუთაისელი პედაგოგის,ადგილობრივი
მუზეუმის თანამშრომლის და ნატურალისტი ჭაბუკიანის ყურადღება მიიქციარომელმაც სათაფლიის
ტერიტორიაზე იშვიათი სილამაზის კარსტული მღვიმე აღმოაჩინა.მღვიმეს სიგრძე 600მეტრს
აღწევს.იმავე ჭაბუკიანმა 1933 წელს მერგელიზებულ კირქვაზე ცარცული პერიოდის უნიკალური
ძეგლი დინოზავრის გაქვავებული ნაკვალევი აღმოაჩინა,იმ დროისთვის ეს არა მხოლოდ საბჭოთა
კავშირში,არამედ მთელ აზიაში აღმოჩენილი დინოზავრის პირველი ნაკვალევი იყო.
სწორედ ჭაბუკიანის ინიციატივით სათაფლია
1935 წელს ნაკრძალად გამოცხადდა.ნაკრძალის შექმნის მიზანი გეოლოგიური,სპელეოლოგიური
და ბოტანიკური ძეგლების დაცვა იყო.
ეს ძალზე პატარა და მრავალმხრივ საინტერესო
ნაკრძალი ქართული კულტურისა და არქეოლოგიური ძეგლებითაა გარშემორტყმული.სათაფლიასთან
ახლოს ძველი წელთაღრიცხვის I საუკუნეში განადგურებული
ვანის ანტიკური ნაქალაქარი მდებარეობს.ვანი ძალიან მდიდარი არქეოლოგიური ძეგლია,გალავანისა
და კარიბჭის ნაშთებით,საკულტო შენობა–ნაგებობების ნანგრევებით.იქ აღმოჩენილი არქეოლოგიური
მასალა კი საქართველოს სახელმწიფოს ოქროს ფონდის ნამდვილი მშვენებაა.
სათაფლია ზღვის დონიდან 500მეტრის
სიმაღლეზე მდებარეობს.ნაკრძალის ტერიტორიაზე გვხვდება 5 კარსტული მღვიმე,რომელთაგან
ერთ–ერთის ნამდვილი მშვენებაა შესასვლელიდან 100მეტრით დაშორებული სტალაქტიტების,რომლის
სილამაზე აცვიფრებს მნახველს.მღვიმეს ბოლოში ჩამიოდის გამდინარე წყალი,რომელიც ჩაედინება
ბუნებრივ ჭაში,რის შედეგადაც წყალი გზას ვიწრო,გაუვალ ნაპრალებში განაგრძობს და გამოსავალს
მდინარე ოღასკურას სახით, სათაფლიის მთის სამხრეთ ფერდობზე მდებარეობს.
სათაფლიის ჰავა სუბტროპიკულია.ნალექების
წლიური რაოდენობა 1900მმ–ს აღწევს.ამ პატარა ნაკრძალის ფაუნა შედარებით ღარიბია.ეს
არც არის გასაკვირი,სოფლის ნაკრძალი ხომ იმთავითვე ბუნების უნიკალურ ძეგლთა დაცვას
და იშვიათ ფრინველთა თუ ცხოველთა გადარჩენას ისახავდა მიზნად.
სვანეთის ეროვნული პარკი
თავი
12
სვანეთის ეროვნული პარკი
ზემო სვანეთს მდინარე ენგურის ხეობას უწოდებენ და იქ
მოსახვედრად მგზავრებმა ზუგდიდი და შემდეგ წალენჯიხის რაიონი უნდა გაიაროს.საკმაოდ
დაზიანებული გზით უნდა ჩაუაროს ენგურჰესის უზარმაზარ კაშხალსა და წყალსაცავს და მოხვდეს
სოფელ ჯვარში,რომელიც ზემო სვანეთის პირველი დასახლებული პუნქტია.
ეს მაღალმთიანი მხარე საქართველოს ძირძველი კუთხეა,რომელიც
თავისებური ტრადიციების მქონე,შრომის და თავისუფლების მოყვარე გულადი ხალხითაა დასახლებული.
სვანეთში მესტიის რაიონში სოფელ ლატალის მაცხვარიშის
ეკლესიის XII საუკუნის ფრესკაზე.გამოსახულია ერთიანი საქართველოს მეფის დემეტრე I–ის
მეფედ კურთხევის სცენა,სადაც დიდებულებთან ერთად მონაწილეობს მეფისათვის ხმლის შემორტყმის ცერემონიალში.მაშინდელი
სვანეთი ერთიანი და ძლიერი სამეფოს განუყოფელი ნაწილია,ხოლო სვანები სხვა ქართველ ტომებთან
ერთად მისი ისტორიის შემოქმედნი.
საქართველოს არცერთ მთიან მხარეში არ გვხვდება იმდენი
ეკლესია,რამდენიც სვანეთში.მათი რიცხვი დაახლოებით 100–ს აღწევს.არაჩვეულებრივია ამ
ეკლესიების მოხატულობა,განსაკუთრებით გასაიოცარია XII საუკუნის ხატმწერის თევდორეს
მიერ შექმნილი ფრესკები,რომელიც მესტიის რაიონის რამდენიმე სოფელში გვხვდება.ეკლესიებში
შენახული სიწმინდეები და ჭედური,ხეზე კვეთის
თუ ხატწერის ხელოვნების ნიმუშები საქართველოს ნამდვილი ეროვნული საგანძური.ამასთანავე
სვანეთის ეკლესიებმა შემოგვინახა ქრისტიანული აღმოსავლეთის,ბიზანტიისა და აღორძინების
ხანის დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან შემოტანილი ნივთებიც.სვანეთის ეკლესიათა უმეტესობა
X–XII საუკუნეებამდეა აშენებული–შესაბამისად საქართველოს ერთიანობისა და ძლიერების
ხანაში.სვანურ სიმღერებში და ხალხურ გადმოცემებში ცოცხალია საქართველოს წმინდა მეფის
თამარის სვანეთში სტუმრობის ამბავი,როგორც სვანეთი საქართველოს რელიგიური სიწმინდეების და საგანძურის შესანახი ადგილი
ყოფილა.
დასკვნა
დასკვნა
ჩვენ
უკვე გავეცანით,საქართველოსათვის დამახასიათებელ უმშვენიერეს ადგილებს,რომლებიც გამოირჩევიან
გეოგაფიული მდებარეობით,კლიმატით,მათთვის დამახასიათებელი,ზოგიერთ შემთხვევაში,ენდემური
ჯიშის ფლორით და ფაუნით,მრავალფეროვანი ბუნებით,ხე–ტყით.
თითქმის,ყველა ზემოთ ჩამოთვლილი,ტურისტული ზონებია,რომლებსაც,მართლაც
უამრავი დამთვარიელებელი ჰყავს,როგორც საქართველოდან,ასევე მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან.ისინი
უპირატესობას ანიჭებენ ამ პატარა ქვეყნის,მართლაც შესანიშნავ ადგილებს,რომლებიც გამორჩეულია
კურორტული ზონებით.
ჩვენ,ქართველებსაც,არ გვაქვს ჯერ კიდევ კარგად შესწავლილი
ჩვენი ქვეყნის ასეთი ღირსშესანიშნავი ადგილები,რომლებიც გასაოცარი სილამაზით გამოირჩევიან.ამიტომ,საჭიროა
ყოველი საქართველოში მცხოვრები ადამიანი უკეთ გაეცნოს თავისი ქვეყნის ბუნებას,უკეთ
შეისწავლოს მისი გეოგრაფიული მდებარეობა და იამაყოს თავისი ქვეყნით,რომელსაც საქართველო ჰქვია.
გამოყენებული ლიტერატურა
გამოყენებული
ლიტერატურა
11.12.2012 18:30
10.12.2012. 18:00
09.12.2012. 15:30
საქართველოს დაცული
ტერიტორიები.2007-წიგნი მომზადებულია საქართველოს ბუნების შენარჩუნების
ცენტრის მიერ.
Wednesday, November 21, 2012
Subscribe to:
Posts (Atom)