Wednesday, December 12, 2012

პრეზენტაცია

შესავალი


შესავალი
დაცული ტერიტორიების ძირითადი ფუნქცია ქვეყნის ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვაა,მაგრამ,როგორც წესი,მათ სხვა მრავალი ფუნქციაც აკისრიათ,ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა,განათლება,მეცნიერების განვითარება,ქვეყნის პოპულარიზება საერთაშორისო დონეზე და სხვა.უკანასკნელ წლებში საქართველოს დაცულმა ტერიტორიებმა ამ დამატებითი ფუნქვიების შესრულებაც დაიწყეს და ნელ–ნელა საზოგადოებისთვის ნატელი ხდება,რომ დაცული ტერიტორიები წარმოადგენენ არა შემოღობილ და ყველასათვის აკრძალულ ზონებს,არამედ მათი გამოყენება შესაზლებელია სხვადასხვა მიზნებითაც,რა თქმა უნდა,სტატუსისა და კატეგორიის მიხედვით.
ეს თემა ავირჩიე,რადგან უფრო მეტი ინფორმაცია მიიღოს საზოგადოებამ ჩვენი ქვეყნის,მართლაც,ამ უნიკალური ბუნების შესახებ,რათა თავადაც გაიცნოს და სხვებსაც გააცნოს თავისი ქვეყნის ასეთი შესანიშნავი ადგილები.
საქართველოში დაცული ტერიტორიების დაარსებას დიდი ხნის ისტორია აქვს.პირველი დაცული ტერიტორია –ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი შეიქმნა 1912წელს.ამჟამად კი დაცული ტერიტორიების საერთო ფართობი 495 892ჰა,რაც ქვეყნის ტერიტორიის 7%–ია.2009 წლის მონაცემებით საქართველოში 14 სახელმწიფო ნაკრძალი,9ეროვნული პარკი,17 აღკვეთილი,14 ბუნების ძეგლი და 2 დაცული ლანდშაფტია.

დაცული ტერიტორიები


თავი 1                    დაცული ტერიტორიები
1.1 სახელმწიფო ნაკრძალი
 საქართველოში პირველი ნაკრძალი 1912წელს დაარსდა.ასეთი კატეგორიის დაცულ ტერიტორიაზე შესვლა ნებადართულია,მხოლოდ საგანმანათლებლო და არამანიპულაციური სამეცნიერო კვლევების ჩატარების მიზნით,სპეციალური ნებართვით.დღეს საქართველოს ნაკრძალების საერთო ფართობი 169,391ჰა–ს შეადგენს.
1.2 ეროვნული პარკი
საქართველოში პირველი ეროვნული პარკი,რომელსაც თბილისის ეროვნული პარკი ეწოდა,1973წელს შეაქმნა.1995წელს დაარსდა ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი.ეროვნული პარკები შედარებით დიდ ფართობს მოიცავს,ამით მათ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისთვის.ამის გარდა ეროვნული პარკები დიდ როლს ასრულებენ ტურიზმის განვითარებაში,განსაკუთრებით კი საქართველოს ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის საერთაშორისო დონეზე პოპულარიზებაში.1998წელს დაარსდა კოლხეთის,2003 წელს თუშეთისა და ვაშლოვანის,ხოლო 2006 წელს–მტირალას ეროვნული პარკი.
1.3 ბუნების ძეგლი
საქართველოში პირველი სამი ბუნების ძეგლი 2003 წელს შეიქმნა საერთო ფართობით 238,5ჰა.ეს არის შედარებით პატარა ზომის ტერიტორიები,რომელთაც განსაკუთრებული ფასეულობა ან თავისებურება აქვთ(ეს შეიძლება იყოს მღვიმე,ხეობა,მდინარის დელტა,ტყის კორომი და სხვა)
1.4 აღკვეთილი
საქართველოში პირველი სამონადირეო მეურნეობა 1957წელს გარდაბნის რაიონში  დაარსდა.1957 წელს მას აღკვეთილის სტატუსი მიენიჭა.ასეთ დაცულ ტერიტორიაზე ნებადართულია ადამიანის ჩარევა,ცხოველების ან მცენარეების სახეობების აღდგენის მიზნიტ.ამას გარდა,აღკვეთლში დაშვებულია ცალკეული განახლებადი ბუნებრივი რესურსის მოხმარებაც.დღეისათვის საქართველოსი 17 აღკვეთილია,საერთო ფართობით 54,184ჰა.
1.5 დაცული ლანდშაფტი
საქართველოში ორი დაცული ლანდშაფტი ფუნქციონირებს –თუშეთის დაცული ლანდშაფტი(27,903ჰა),რომელიც 2003 წელს შეიქმნა და კინტრიშის დაცული ლანდშაფტი.იგეგმება დავით გარეჯის დაცული ლანდშაფტის დაარსება(156,400ჰა).დაცულ ლანდშაფტში შესაძლებელია ბუნებრივი რესურსების მდგრადი მოხმარება და ტურიზმის განვითარება კონსერვაციის მიზნების ხელშესაწყობად.

ალგეთის ნაკრძალი


თავი 2                                       ალგეთის ნაკრძალი
ლგეთის ნაკრძალი ისტორიულ ქვემო ქართლში მდებარეობს.მე–17საუკუნის ქართველი ისტორიკოსი და გეოგრაფი ვახუშტი ბაგრატიონი ალგეთის ხეობას ტყით და ნადირით მდიდარ მხარედ ახასიათებს.სხვათაშორის, ვახუშტის მამულები ქვემო ქართლში ჰქონდა და ამ მხარესაც საუკეთესოდ იცნობდა.
ვახუშტი ბატონიშვილი ალგეთის მიდამოებში თავისი გვირგვინოსანი მამის ქართლის მეფის ვახტანგ მეექვსის ნადირობასაც აღწერს–ერთ დღეში მეფის ამალას 180 ირემი მოუკლავს.
ალგეთის ნაკრძალის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩენილია უამრავი არქეოლოგიური ძეგლი,რომელთაგან ყველაზე ადრინდელები,ენეოლითის და ადრე ბრინჯაოს ხანას განეკუთვნება.შემორჩენილია ბრინჯაოს ხანის ციკლოპური ციხეები.“ალგეთის სამარხის“სახელით ცნობილი ქვაყუთის ტიპის სამარხის გათხრისას თავის დროზე ძალზე საინტერესო სამკაულები და ძვირფასი ნივთები იქნა აღმოჩენილი.არქეოლოგიური გათხრების შედეგად დაბა მანგლისში აღმოჩენილია ელინისტური ხანის მასალა:ცხოველთა და ფრინველთა გამოსახულებიანი მონეტები და ბრინჯაოს ნივთები.
ალგეთის ხეობაში და მის შემოგარენში შუა საუკუნეების რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი ძეგლია:მე–4 საუკუნის მანგლისის ტაძარი,მე–9 საუკუნის კლდეკარის ციხე–სიმაგრე და მე–11 საუკუნის ულამაზესი და მიუდგომელი ბირთვისის ციხე–ქალაქი,რომელიც გასაოცარი ბუნებრივი მდგომარეობის წყალობით 400 წლის მანძილზე რჩებოდა დამპყრობლებისათვის აუცილებელ სიმაგრედ და რომელში შეღწევაც მხოლოდ შუა აზიიდან მოსულმა თემურლენგის ურდოებმა შეძლეს.
1965წელს დაარსებული ალგეთის ნაკრძალი თეთრიწყაროს რაიონში მდებარეობს,თბილისიდან 60კმ–ის დაშორებით.იგი მოიცავს მდინარე ალგეთის ხეობაში თრიალეთის ქედის აღმოსავლეთ ნაწილის სამხრეთ ფერდობებს და ზრვის დონიდან 1100–1950მ სიმაღლეზე მდებარეობს.
ალგეთის ნაკრძალს ახასიათებს ზლიერ მთაგორიანი რელიეფი,რომელიც მრავალრიცხოვანი პატარა მდინარეებითა და ხევებიტაა დარარული.როგორც მთლიანად თრიალეთის ქედი,ასევე ალგეთის ნაკრძალიც ვულკანური და დანალექი ქანებითაა აგებული.
ნაკრძალი ხასიათდება ნოტიო კლიმატით.აქ ზამთარი ზომიერად ცივი,ხოლო ზაფხული ხანგრძლივი და თბილი იცის.
                                   

აჯამეთის ნაკრძალი


თავი 3                      აჯამეთის ნაკრძალი
აჯამეთის ნაკრძალი თბილისიდან 256კმ–ის დაშორებით,ხოლო ქუთაისიდან 15კმ–ის დაშორებით მდებარეობს,ბაღდათის რაიონში,რიონის ვაკეზე და შედგება აჯამეთის მუხნარისაგან,ვარციხის სატყეო მეურნეობისა და სვირის უბნისგან.აქედან პირველი მდინარე რიონის მარცხენა შენაკადების–მდინარე ყვირილისა და მდინარე ხანისწყლის შორისაა განლაგებული.
აჯამეთის ტყე ოდითგანვე ქართველ მეფეთა საყვარელი სანადირო ადგილი იყო.აჯამეთის  ნაკრძალი 1946 წლს ჩამოყალიბდა და მისი შექმნის მიზანი იშვიათი რელიქტების იმერეთის მუხის და ძელქვის შენარჩუნება იყო.
ნაკრძალის საერთო ფართობი 4848ჰექტარია,რომლის 4738ჰექტარი ტყითაა დაფარული.უნიკალური ტყეების გარდა აჯამეთის გარემო ისტორიული ძეგლებითაა ცნობილი.ნაკრძალიდან კილომეტრნახევარზე მდებარეობს დაბა ვარციხე,რომელიც ანტიკური ქალაქის როდოპოლისის ნანგრევებზეა აშენებული.მე–6 საუკუნის ბიზანტიელი ისტორიკოსი პროკოფი კესარიელის ცნობით,როდოპოლისი ძალიან ლამაზი ქალაქი ყოფილა.ნაქალაქარიდან 4კმ–ში,გეგუთში მე–11 საუკუნეში აგებული ქართველ მეფეთა ზამთრის სანადირო სასახლის ნანგრევბეია.უძველესი ქალაქია ქუთაისიც,ხოლო გელათის სამონასტრო კომპლექსი და ბაგრატის ტაძარი მსოფლიო მემკვიდრეობის უბნების სიაშია შესული.
 აჯამეთის ნაკრძალის ტრეიტორია გეოლოგიურად კარგადაა შესწავლილი.აჯამეთის ტყის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს,რომ კოლხეთის დაბლობზე ეს თითქმის ერთადერთი ადგილია,სადაც სუბტროპიკული შერეული ტყე თავის პირვანდელი სახითაა შემორჩენილი.მუხის და ძელქვის გარდა გვხვდება რცხილა,ჯაგრცხილა,ნეკერჩხალი.ქვეტყე თხელია და შქერით,ზღმარტლით,ასკილით და კუნელით არის წარმოდგენილი.
აჯამეთის წალკოტი დასახლებული პუნქტებითაა გარშემორტყმული,მაგრამ მისი პირვანდელი სახით შენარჩუნება მაინც მოხერხდა.
სამწუხაროდ,აჯამეთი დღეს უკვე ვეღარ დაიკვეხნის ცხოველთა და ფრინველთა იმ მრავალფეროვნებით,რომელსაც საუკუნეების მანძილზე ხაზს უსვამდნენ ქართველი მემატიანენი.ამფიბიებიდან აქ გვხვდება  ტრიტონის ორი სახეობა–ჩვეულებრივი და სავარცხლიანი ტრიტონები,ტყის ბაყაყი,ჩვეულებრივი და მწვანე გომბოშოები,ჩვეულებრივი ვასაკა.ქვეწარმავლების 7 სახეობა,მათ შორის ჩვეულებრივი და წყლის ანკარა.
აჯამეთის ნაკრძალში ფრინველთა 90–ზე მეტი სახეობაა რეგისტრირებული.ძუძუმწოვრებიდან ნაკრძალში კურდღელი,ტურა,მელა,ციყვი,დედოფალა,ძილგუდა და მაჩვი გვხვდება.

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი


თავი 4                                           ბორჯომ–ხარაგაულის                         ეროვნული პარკი
ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პირველი ეროვნული პარკია კავკასიაში.იგი 1995წელს შეიქმნა,ოფიციალურად კი 2001 წელს გაიხსნა.
ბორჯომის ეროვნული პარკი თბილისიდან 170კმ–ით არის დაშორებული.ამ დაცული ტერიტორიის ისტორია გაცილებით ადრე,ჯერ კიდევ მე–19 საუკუნის 60–იან წლებში დაიწყო და რუსეთის საიმპერატორო ოჯახს უკავშირდება–1862წელს ამიერკავკასიაში მეფისნაცვლად დანიშნულ რუსეთის იმპერატორის ძმას,მიხეილ რომანოვს იმდენად მოეწონა ბორჯომის ხეობა,რომ იქ საზაფხულო რეზიდენციის შენება გადაწყვიტა.1871წელს კი საუთარი ძმისგან ალექსანდრე მეორისგან მთელი ბორჯომის ხეობა მიიღო საჩუქრად.მიხეილ რომანოვი ბუნების ნამდვილი მოყვარული იყო.მან ტყის დიდი ნაწილი შემოღობა და იქ ხე–ტყის ჭრისა და ნადირობის პირობები უკიდურესად გაამკაცრა.
მოგვიანებით,1926წელს შეიქმნა ბორჯომის ნაკრძალი.2006 წელს ეროვნულ პარკსა და ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალს ნეძვის აღკვეთილიც შეემატა,რის შემდეგაც ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკის საერთო ტერიტორიის ფართობმა 85 000 ჰექტარს მიაღწია,ეს კი საქართველოს საერთო ტერიტორიის 1%–ია.ეროვნული პარკი 6 ადმინისტრაციული რაიონის ბორჯომის,ხაშურის,ხარაგაულის,ახალციხის,ბაღდათის და ადიგენის ტერიტორიებს მოიცავს.ფართობის მიხედვით ის ევროპის ერთ–ერთი ყველაზე დაცული ტერიტორიაა და გამოირჩევა მდიდარი ბიომრავალფეროვნებით–ხელუხლებელ მდგომარეობაშია შემორჩენილი ტყის მასივები,ენდემური სახეობის ფლორა და ფაუნა.
ეროვნული პარკის შემოგარენი ძალზე მდიდარია ისტორიული ძეგლებით.სიძველის და ისტორიის მოყვარულთათვის უდავოდ საინტერესოა გარემომცველ პეიზაჟში ლამაზად ჩაცმული ისეთი ძეგლების მონახულება,როგორებიცაა:ტიმოთესუბნის მეცამეტე საუკუნის გუმბათოვანი ტაძარი,ნეძვის ეკლესია,ნუნისის ეკლესია,საკვირიკეს ბაზილიკა სოფელ დვირთან,ჩითახევის მწვანე მონასტერი.
ეროვნული პარკის მიმდებარე ტერიტორია და განსაკუთრებით კი ბორჯომის ხეობა მინერალური წყლების მხრივ მთელ მსოფლიოშია განთქმული.აქაური მინერალური წყლების საბადოების ბაზაზე წარმატებით მუშაობს კურორტები ბორჯომი და წაღვერი.
პარკი მთლიანად დასახლებული პუნქტებითაა გარშემორტყმული და პოპულაცია გენეტიკურ შევსებას არ განიცდის.პარკის დაარსების და ნადირობის შეწყვეტის შემდეგ ირმის რაოდენობამ ისევ დაიწყო ზრდადა ამჟამად ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნულ პარკში 150–ზე მეტი ირემი ცხოვრობს.